03 ოქტომბერი 2024,   04:16
ვრცლად
კომპანია ,,გილმარი 2’’-ის თანამშრომლები კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვენ

კომპანია ,,გილმარი 2’’-ის მიერ დასაქმებული პირები, რომლებლებიც კასპის რაიონში სამელიორაციო სამუშაოებზე მუშაობდნენ, კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვენ. დღეს ისინი კომპანიის ოფისთან შეიკრიბნენ და დირექტორთან შეხვედრა მოითხოვეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ობიექტზე სამუშაოები უკვე დასრულებულია, თუმცა ხელფასი 20 დეკემბრის შემდეგ არ აუღიათ. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ისინი პროკურატურას მიმართავენ.

საპროტესტო აქციის მონაწილეების პრეტენზიებს კომპანია ,,გილმარი 2’’-ის დირექტორი გამოეხმაურა. გურამ კარტოზიას განცხადებით, დასაქმებულები კუთვნილ ხელფასს მომავალი კვირიდან მიიღებენ.

დღის ამბები