03 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
პრემიერმინისტრი შსს-ს ინოვაციურ-ტექნოლოგიური ცენტრის გახსნას დაესწრო

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შსს-ს ინოვაციურ-ტექნოლოგიური ცენტრის გახსნაზე იმყოფებოდა. მან საქართველოს, როგორც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყნის როლზე და ქვეყანაში უსაფრთხოების დაცვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. 

"საქართველო პარტნიორებთან ერთად, თავის წვლილს შეიტანს რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდებარეობა, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში უმაღლეს დონეზე უნდა იყოს დაცული უსაფრთხოება," - განაცახდა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ახალი ცენტრის მიზანი ბირთვული და რადიაციული გაუვრცელებლობის სფეროში, საქართველოს ამერიკასა და ევროკავშირს შორის სამმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაა. სწავლების შედეგად უკვე გადამზადდა საპატრულო პოლიციის და ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 330-მდე თანამშრომელი.

დღესვე ხელი მოეწერა ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის დეპარტამენტიდან აღჭურვილობის გადმოცემის დოკუმენტსაც.

დღის ამბები