03 ოქტომბერი 2024,   04:24
ვრცლად
ბრაზილიელი მოდელი ჟიზელი პოდიუმს დაემშვიდობა

მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი პოდიუმს დაემშვიდობა. 35 წლის ჟიზელმა სან პაულუს მოდის კვირეულის ფარგლებში უკანასკნელად მიიღო ჩვენებაში მონაწილეობა.

სხვა მოდელებთან ერთად მან პოდიუმზე კოლჩის ახალი საგაზაფხულო კოლექცია წარადგინა. ტომპოდელის ბოლო გამოსვლას დარბაზიდან თვალს მისი მეუღლე ადევნებდა.

სამოდელო კარიერის დატოვება ჟიზელმა ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა და განაცხადა, რომ სურს მეტი დრო ოჯახს დაუთმოს.

შარშან მოდელის შემოსავლმა 47 მილიონი დოლარი შეადგინა. 

 

დღის ამბები