03 ოქტომბერი 2024,   04:24
ვრცლად
"პიროვნების, ან ამა თუ იმ ჯგუფის განადგურებისკენ მოწოდება დასჯადი უნდა იყოს," - ვახტანგ გომელაური

ე.წ. შუღლის გაღვივების კანოპროექტში 239 -ე პრიმა მუხლი პრობლემებს არ შექმნის - შინაგან საქმეთა მინისტრმა ძალადობრივ მოწოდებებზე სასჯელის არსებობის აუცილებლობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ სოციალურ ქსელებში გაკეთებულ განცხადებებთან მიმართებით გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.

"თუ იქნება პიროვნების, ან ამა თუ იმ ჯგუფის მხოლოდ განადგურებით და ა.შ ეს დასჯადი უნდა იყოს." აცხადებს ვახტანგ გომელაური. 

მისი თქმით, თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო, ან ძალოვანი სტრუქტურები ჩათვლიან, რომ ამ მოწოდებას შესაძლოა მოყვეს ადამიანის მსხვერპლი და ძალადობა, აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე, რომელიც შემდეგ გადაეგზავნება პროკურატურას, პროკურატურის ზედამხედველობით კი სასამართლო გადაწყვეტს დასაჯოს თუ არა პირი. 

დღის ამბები