03 ოქტომბერი 2024,   04:17
ვრცლად
"გააჩერეთ გენოციდი"-სოციალური ქსელების ქართველი მომხმარებლები ასურელების მხარდასაჭერად

"გააჩერეთ გენოციდი" - ამ სახელწოდების გზავნილებით უერთდებიან ასურელების მხარდაჭერის აქციას სოციალური ქსელების ქართველი მომხმარებლები. ფეისბუქში ვრცელდება პეტიცია, რომლითაც ხელმომწერები ხელისუფლებისგან მართლმადიდებელი ასურელებისთვის თავშესაფრის მიცემას ითხოვენ.

ერაყსა და სირიაში მოქმედი ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფო სისტემატურად აქვეყნებს ასურელების წამებისა და მკვლელობის შემზარავ კადრებს.

ასურელი ქრისტიანებისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას ითხოვს არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია.“ მათ შესაბამისი განცხადება დღეს მთავრობის კანცელარიაში მიიტანეს.

"ახლო აღმოსავლეთიდან 700-მა ადამიანმა მიმართა საქართველოს და მოითხოვეს ლტოლვილის სტატუსი და მხოლოდ 37 დაკმაყოფილდა. ვფიქრობთ, რომ ეს არის კატასტროფული მდგომარეობა და ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ ამაზე ყურადღებას გაამახვილებს სახელმწიფო, აღმასრულებელი ხელისუფლება და ამ ადამიანებს მიანიჭებს ლტოლვილის სტატუსს,“ - აცხადებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე კობაიძე. 

დღის ამბები