03 ოქტომბერი 2024,   04:26
ვრცლად
"კახა ბენდუქიძე იყო ადამიანი, რომელმაც უამრავი კარგი საქმე გააკეთა," - მიხეილ სააკაშვილი

კიევის ეროვნულ უნივერსიტეტში კახა ბენდუქიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა, რომელზეც სიტყვით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გამოვიდა.

მიმართვის დროს მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს რეფორმირების პროცესში კახა ბენდუქიძის დამსახურებაზე ილაპარაკა.

ღონისძიებას უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილს კითხვები დაუსვეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

"კახა ბენდუქიძე იყო ადამიანი, რომელმაც უამრავი კარგი საქმე გააკეთა. მას საკუთარ სამშობლოში დევნიდნენ, მის წინააღმდეგ საქმეც აღძრეს იმის გამო, რომ საქართველოში საუკეთესო უნივერსიტეტი გახსნა. ეს უნივერსიტეტი, ჩემი აზრით, აღმოსავლეთ ევროპაშიც ერთერთი საუკეთესოა. ამ ყველაფრის გამო ის პრაქტიკულად სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებდა და ვფიქრობ, რომ ამ სტრესის გამო უბრალოდ გულმა ვეღარ გაუძლო. საბედნიეროდ, დარჩნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც არ ნებდებიან ამ ზეწოლას და აგრძელებენ ბრძოლას.

კახა ბენდუქიძე პოსტ საბჭოთა პერიოდის მსხვილ ბიზნესმენად ითვლებოდა, მაგრამ მას ფული არ აინტერესებდა. მას აინტერესებდა ის, რასაც აკეთებდა და ეს იყო საზოგადოების უკეთესობისკენ შეცვლა,"-განაცხადა სააკაშვილმა. 

დღის ამბები