03 ოქტომბერი 2024,   04:17
ვრცლად
ფილმ "ბავშვი 44"-ის პრემიერა რეგიონში რუსული კომპანიის მოთხოვნით ჩაიშალა

ფილმ "ბავშვი 44"-ის პრემიერა რუსული კომპანიის მოთხოვნით ჩაიშალა.

"რუსთავი 2"-ისთვის ცნობილია, რომ რეგიონში, მათ შორის საქართველოში, ფილმის აკრძალვის დირექტივა რუსულმა კომპანიამ Central partnership-მა გასცა. სწორედ მისგან შეიძინა "ბავშვი 44"-ის ჩვენების უფლება უკრაინულმა "ინტერსინემამ", რომელთანაც ქართული კომპანიები თანამშრომლობენ.  

საქართველოს კინოთეატრების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ფილმის პრეზენტაციის გადადების შესახებ მათ უკრაინულმა კომპანია "ინტერსინემამ" აცნობა. ისინი არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ აღნიშნული ფილმის პრემიერის გადადება რუსულ კომპანიას უკავშირდება.

ჩვენი ინფორმაციით, ქართული კინოკომპანიები აღნიშნული ფილმის ყიდვას უკვე ბრიტანეთიდან ცდილობენ. 

შეგახსენებთ, ამერიკული ფილმის "ბავშვი 44" პრემიერა მოსკოვის კინოთეატრებში გუშინ უნდა გამართულიყო, თუმცა რუსეთმა ამერიკული სურათი აკრძალა. მოსკოვის ოფიციალური პოზიციით, ფილმი ისტორიულ ფაქტებს ამახინჯებს.

IMDB-ზე ფილმის ანოტაციაში ვკითხულობთ, რომ "ბავშვი 44" საბჭოთა კავშირში სტალინის ეპოქაში მომხდარ ბავშვების მკვლელობებს ეხება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები