03 ოქტომბერი 2024,   04:24
ვრცლად
პროექტის ”გახდი შენი უბნის მედიატორი” პრეზენტაცია გაიმართა

”გახდი შენი უბნის მედიატორი” - ამ სახელწოდების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა დღეს თბილისში. პროექტის ორგანიზატორები "ინოვაციების და განვითარების ფონდი" და "მედიატორი" არიან.

პროექტი გულისხმობს თბილისის ათი რაიონის 32 მუნიციპალიტეტში მედიატორთა ჯგუფების შექმნას. შექმნილი ჯგუფები იქნებიან შუამავლები მოსახლეობასა და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებს შორის.

პროექტი ”გახდი შენი უბნის მედიატორი” მოხალისეობრივ საწყისებზე იმოქმედებს.

დღის ამბები