03 ოქტომბერი 2024,   04:17
ვრცლად
საქართველოში ავსტრიელი ტურისტები დაიღუპნენ

საქართველოში მყინვარწვერზე ავსტრიელი ტურისტები დაიღუპნენ. მთამსვლელ ქალსა და მამაკაცს მაშველები დღეს დილიდან ეძებდნენ.

მწვერვალზე უცხოელი ტურისტები რამდენიმე დღის განმავლობაში იყვნენ დაბანაკებულები.

გუშინ მათ სადგომი დატოვეს, რის შემდეგაც მათთან კავშირი გაწყდა და ბანაკში დარჩენილი ალპინისტები საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტს დაუკავშირდნენ.

მთამსვლელებს სავარაუდოდ გზა აერიათ და სიკვდილის მიზეზი გაყინვა გახდა.

ცხედრები სტეფანწმიდნის პროზექტურაშია გადასვენებული. 

 

დღის ამბები