03 ოქტომბერი 2024,   04:21
ვრცლად
სოციალური ქსელებით საკუთარი პოზიციის დაფიქსირება შესაძლოა დასჯადი გახდეს-პარლამენტში მსჯელობა გრძელდება

სოციალურ ქსელში გამოხატულ თავისუფალ აზრებში კორექტივების შეტანა, ოპოზიის შეფასებით, ახალი კანონის მიღების შემდეგ სავალდებულო გახდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა მოსაზრება შუღლის გაღვივების ან ძალადობისკენ მოწოდების მცდელობად ჩაითვალოს და მინიმუმ 2 წლიანი პატიმრობაც მოჰყვეს. ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდებისთვის პასუხისმგებლობას, სისხლის სამართლის კოდექსის 239–ე პრიმა მუხლი ითვალისწინებს, რომელიც კოდესს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით ემატება.
ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ახალი ინიციატივა სოციალურ ქსელში გავრცელებული ყველა მოსაზრების და გამონათქვამის კონტროლს არ გულისხმობს და გადაწყვეტილებას შესაძლო სასჯელის დაკისრების შესახებ კონკრეტული შემთხევებიდან გამომდინარე სასამართლო მიიღებს.

ახალი რეგულაციების გამო აზრის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას გამორიცხავენ უმრაველსობის წევრები, თუმცა სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრებების და ფაცებოოკ-ის მიმართ უკმაყოფილებასაც არ მალავენ.

ახალი რეგულაციების საბოლოო ვარიანტი მისაღებია თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლებისთვის. შალვა შავგულიძე თვლის, რომ ცვლილებების ბოლო ვარიანტი გაოხატვის თავისუფლების კანონთან წინააღმდეგობაში აღარ მოდის.

კანონში შესატანი ცვლილებები მიუღებელია არასამთავრობო სექტორისთვის. ისინი აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ცვლილებების აუცილებლობას ვერ ასაბუთებს, ინიციატივა კი გამოხატვის თავისუფლების შელახვის დიდ რისკს შეიცავს.

არასამთავრობოების ნაწილი კი ცვლილებების შესახებ ხვალ ერთობლივი განცხადების მიღებას გეგმავს.

ავტორი:თამარ ბაღაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები