03 ოქტომბერი 2024,   04:32
ვრცლად
რუსული ცენზურა-საქართველოში ფილმის "ბავშვი 44-ის" პრემიერა ჩაიშალა

საქართველოში "ბავშვი 44" პრემიერა ჩაიშალა.

თბილისის კინოთეატრებში დაანონსებული სურათი, რომელიც ცნობილი რუსი სერიული მკვლელის ისტორიაზეა აგებული არ შედგა.

პრემიერის გაუქმების შესახებ შეტყობინება კინოთეატრში გუშინ მიიღეს.

როგორც კინოთეატრის ადმინისტრაციაში განმარტავენ, მათმა პარტნიორმა კომპანიამ გადაწყვეტილების შესახებ ერთი დღით ადრე აცნობა და ფილმის ჩვენების უფლება ოქტომბრამდე გადაწია.

ქართული კინოთეატრების ქსელში აცხადებენ, რომ მათთვის რიდლი სკოტის ფილმი უკრაინულ სადისტრიბუციო კომპანიას უნდა მიეწოდებინა, თუმცა ცნობილა, რომ რეგიონში "ბავშვი 44"-ის გავრცელების ექსკლუზიური უფლება რუსულ "ცენტრალ პარტნერშიპს" ჯერ კიდევ 2011 წლიდან აქვს ნაყიდი.

თბილისთან ერთად კი ეს ფილმი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების დიდ ნაწილშიც დაიბლოკა.

რეგიონის 10-ზე მეტ ქვეყანაში საპრემიერო დღის შეჩერებამდე ერთი დღით ადრე, "ცენტრალ პარნერ შიპმა" და რუსეთის კულტურის სამინისტრომ "ბავშვი 44"-ის ქვეყნის მაშტაბით აკრძალვასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელეს.

ფილმი, რომნელსაც რუსეთის კულტურის სამინისტრომ სპეციალური სხდომა მიუძღვნა მისი ჩვენება კი ომის 70 წლის თავის აღნიშვნის წინა პერიოდში მიზანშეუწონლად მიიჩნია, საბჭოთა რუსეთის რეალურ ამბავს ასახავს.

ფილმის აკრძალვა საერთაშორისო პრესის მთავარ გვერდებზე მალევე მოხვდა.
რუსული სადისტრიბუციო კომპანიის "პარტნერ შიპის" აკრძალვა რუსეთის შემდეგ უკვე შეეხო ყირგიზეთსა და ბელორუსს.

უკრაინული კომპანიის განმარტებით, პრემიერამ რამდენიმე თვით გადაიწია, ქართული კინოთეატრების ქსელი მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს ბრიტანულ მხარესთან. ჯერჯერობით უცნობია როდის შეძლებენ ქართველი კინო მოყვარულები რუსული ცენზურის გამო დაბლოკილი ფილმის პრემიერაზე დასწრებას.

ავტორები: სალომე ბენაშვილი

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები