03 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
ქართული სამზარეულო გავლენიანი ამერიკული გამოცემის ფურცლებზე

ცნობილი ყოვლდღიური ამერიკული გამოცემა "ვაშინგტონ პოსტი", რომელიც შეერთებული შტატების დედაქალაქში ნახევარმილიონიანი ტირაჟით გამოდის, უკვე რამდენიმე თვეა ქართული კერძების რეცეპტები იბეჭდება.

ჩქმერული, ნიგვზიანი ბადრიჯაბი, ისპანახის ფხალი – ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ კერძებისა, რომლებიც ბოლო დროს ვაშინგტონ პოსტის ფურცლებზე მოხვდა.

ქართული კერძების პოპულარიზაცია შეერთებულ შტატებში ჯენი ჰოლმის დამსახურებაა.

"ვაშინგტონ პოსტში" სწორედ მისი სამზარეულოს რეცეპტები იბეჭდება. ამერიკელმა ბლოგერმა ინგლისურის მასწავლებლად საქართველოში 6 თვე იმუშავა. ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ სათანადოდ შეეფასებინა ქართული სამზარეულო და შორეული პატარა ქვეყნის სამზარეულოს რეცეპტები გავლენიანი ამერიკული გამოცემის ფურცლებზე გადაეტანა.

ვაშინგტონში ქართული რესტორანი არ არსებობს, თუმცა დიუპონის მოედანზე, ხმელთაშუა ზღვის სამზარეულოთი ცნობილ რესტორან "ლევანტეს" მენიუში ხაჭაპურიც აქვთ. "ვაშინგტონ პოსტის" გვერდებზე მოხვედრის და პოპულარობის შემდეგ არ არის გამორიცხული, ვაშინტონის რესტორნების მენიუში ქართული ნიგვზიანი კერძებიც მოხვდეს.

ავტორები: დავით ნიკურაძე

 

 

დღის ამბები