03 ოქტომბერი 2024,   04:18
ვრცლად
ქუთაისში ჩამონგრეულმა ჭერმა 88 წლის მამაკაცი მოიყოლა

ქუთაისში უზნაძის 28 ნომერში კერძო სახლის ჭერი ჩამოინგრა, რომელმაც 88 წლის ზურაბ ჯისკარიანი მოიყოლა. 

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს იმერეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ნანგრევებიდან დაშავებულის გამოყვანა შეძლეს. 

მოხუცებული ამ ეტაპზე მცირე მოტეხილობებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

როგორც ქუთაისის მერიის საბინაო სამსხზახურის უფროსი ვლადიმერ ნაკაშიზე აცხადებს სახლში სოცილურად დაუცველები ცხოვრობდნენ. შენობა გადახურვის პროგრამაშია შეყვანილი და რამდენიმე დღეში სახურავი შეკეთხდება. 

ცნობილი ცდება, რომ ჭერის ჩამპონგრევა დაზიანებულმა სახურავმა გამოიწვია.               

დღის ამბები