03 ოქტომბერი 2024,   04:16
ვრცლად
აქცია ასურელი ქრისტიანების მხარდასაჭერად

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" დღეს ISIS-ის სასტიკი და უკანონო ქმედებების მსხვერპლთა სოლიდარობის აქციას გამართავს.

"საია"-ში ამბობენ, რომ ISIS-ი ისლამურ ექსტრემისტთა დაჯგუფება, წლების განმავლობაში უხეშად არღვევს როგორც ადამიანის უფლებებს, ისე საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს და აქციაზე სწორედ ასურელი ქრისტიანების მიმართ მათ ქმედებებს გააპროტესტებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, მრგვალი ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, საღამოს 7 საათზე შეიკრიბებიან.

 

 

დღის ამბები