03 ოქტომბერი 2024,   04:16
ვრცლად
კოტე თოლორდავას დღეს სამშობლოში გადმოასვენებენ

მსახიობ კოტე თოლორდავას დღეს სამშობლოში გადმოასვენებენ.

მოსკოვი თბილისის რეისი საერთაშორისო აეროპორტში დღის 3 საათისთვის შესრულდება. ადგილზე მივლენ მსახიობის ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები.

აეროპორტიდან გარდაცვლილს საკუთარ სახლში გადაასვენებენ.

თოლორდავას სავარაუდოდ საბურთალოს სასაფლაოზე კვირას, 19 აპრილს დაკრძალავენ.

მსახიობის გადმოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს თბილისის მერია დაფარავს.

შეგახსენებთ, რომ კოტე თოლორდავა რუსეთში გადაღებებზე იმყოფებოდა. ის 11 აპრილს სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს. თოლორდავა თბილისში "მოზარდ მაყურებელთა" თეატრის მსახიობი იყო. მას არაერთ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. ყველაზე ცნობილი როლი კი მსახიობმა სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" შეასრულა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები