03 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
ოპოზიციის თქმით, ახალგაზრდული ოლიმპიადაზე თანხები არამიზნობრივად იახრჯება

თბილისის საკრებულომ ბიძინა ივანიშვილის "ქართუ ფონდის" მიერ გამოყოფილი 10 მილიონი ლარის მიღებაზე დღეს თანხმობა უნდა განაცხადოს. ეს თანხა 2015 წლის ოლიმპიადისთვის მზადებას უნდა მოხმარდეს.

საკრებულოს წევრები განმარტავენ, რომ "ქართუმ" თანხა რესურსების სიმწირის გამო გამოყო. შეგახსენებთ, რომ მანამდე ოლიმპიადისთვის ბიუჯეტიდან 38 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი. 

თბილისის საკრებულოში ფიქრობენ, შესაძლოა ზაფხულში დაგეგმილი ახალგაზრდული ოლიმპიადა ხარვეზებით ჩატარდეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების განცხადებით დედაქალაქის მთავრობას ოლიმპიადასთან დაკავშიებით კონკრეული გეგმა არ გააჩნია და თანხები არამიზნობრივად იხარჯება. 

"ნარმანიას უწყება ამ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიების მოვლენისადმი ავლენს ძალიან დიდი უუნარობას და კორუფციას. გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ მშიშვნელოვანი ხარვეზებით ჩატარდება ეს ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიება,"- აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ირაკლი აბესაძე.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებას იზიარებენ საკრებულოში სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც. მათ მიაჩნიათ, რომ თბილისის მერიას არანაირი კონკრეტული სამოქმედო გეგმა არ გააჩნია. 

"არავითარი ხარჯთაღრიცხვა არ არსებობს მადლობელი ვართ ყველა კომპანიიის რომელიც სამუშაოებს ღირსეულად ატარებს. მაგრამ დედაქალაქის მერია სპონტანურად მუშაობს. ეს გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ თბილისის მერიაში, არაფერი არ კეთდება,"- აცხადებს გაერთიანებული დემოკრატების წევრი ზაზა ვეკუა. 

ბრალდებებს მმართველი კოალიციის წარმომადგენლები აბსურდულად აფასებენ და აცხადებენ, რომ თბილისის მერია თანხებს არამიზნობრივად არ ხარჯავს. 

"არანაირ არამიზნობრივ ხარჯვაზე აქ საუბარი არ არის, უბრალოდ ქალაქ თბილისის თავრობამ დამატებით მოიზიდა თანხები. საქვემოქმედო ორგანიზაცია ქართუს მხრიდან არის გაცემული 10 მილიონი ოდენობის გრანტი," - განაცხადა ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ. 

 
დღის ამბები