03 ოქტომბერი 2024,   04:19
ვრცლად
იპოთეკარებმა აღსრულების ბიუროსთან სკამები, ჩაიდნები, ლეიბები, ქვაბები და თეფშები მიიტანეს

იპოთეკარებმა აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან სკამები, ჩაიდნები, ლეიბები, ქვაბები და თეფშები მიიტანეს. ამ ჟესტით აქციის მონაწილეები აღსრულების ეროვნული ბიუროს მუშაობა გააპროტესტეს და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვეს. 

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, მათ წასასვლელი არსად აქვთ და მთავრობისგან დახმარებას ითხოვენ. 

იპოთეკით დაზარალებულ მოქალაქეებთან ერთად აღსრულების ეროვნული ბიუროს მუშაობით უკმაყოფილოა არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ისინი უერთდებიან აქციას და ხელისუფლებას იპოთეკით დაზარალებულ პირთა პრობლემების მოგვარებისკენ მოუწოდებენ. 

აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან იმყოფებიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც. 

აქციის დასრულების შემდეგ იპოთეკით დაზარალებული პირები აღსრულების ეროვნულ ბიუროში სპეციალურ წერილს  დატოვებენ. 

ცნობილია, რომ საპასუხო განცხადების გავრცელებას გეგმავს აღსრულების ეროვნული ბიუროც. 

ამავე თემაზე
დღის ამბები