03 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
იპოთეკით დაზარალებულებმა აღსრულების ეროვნულ ბიუროში შეჭრა სცადეს

აღსრულების ეროვნულ ბიუროში შეჭრა სცადეს იპოთეკით დაზარალებულებმა.  ისინი კანონის გადახედვასა და სესხების გადავადებას ითხოვდნენ. იპოთეკით დაზარალებულების პროტესტს დღეს არასამთავრობო სექტორისა და არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილიც შეურთდა.

დღესვე აქციის მონაწლეებმა პროტესტის ნიშნად ბიუროს ეზოში საკუთარი სახლებიდან უკვე გამოტანილი საყოფაცხოვრებო ნივთები მოიტანეს და ბიუროს ხელმძღვანელთან შეხვედრა მოითხოვეს.

აღსრულების ეროვნულ ბიუროში კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.

ამავე თემაზე
დღის ამბები