03 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
თბილისში 3 ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა იწყება

"მოქსის ბრენდის" 3 ვარსკვლავიანი სასტუმბრო აშენდება თბილისში ზაარბრუკენის მოედანზე.

შესაბამისი დოკუმენტი „ჯი-ემ-თი“ ჯგუფმა და მარიოტმა გააფორმეს.

"მოქსი" მარიოტის ქსელის ეკონომ ბრენდია, რომელიც სპეციალურად შეიქმნა საშუალო და დაბალ ბიუჯეტიანი მომხმარებლის დასაკმაყოფილებლად. სასტუმრო 130 ნომერზე იქნება გათვლილი, აქვე იქნება გამოყოფილი საოფისე და სავაჭრო ფართებიც.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის თქმით, მშენებლობაში მონაწილეობას მიიღებს ამერიკული „ოპიკი,“ რაც დასტურია საქართველოში ბიზნესის განვითარებითვის არსებული ყველანაირი პირობისა.

თბილისის ვიცე-მერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, პროექტი მიმზიდველი იქნება ინვესტორებისთვის და ბიძგს მისცემს მათ შემდგომი განვითარებისთვის.

 

დღის ამბები