03 ოქტომბერი 2024,   04:23
ვრცლად
გელა მთივლიშვილის დაკითხვა დასრულდა-ჟურნალისტი სკანდალურ ფაქტებზე ღიად საუბრობს

რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორია დატოვა. 

"გამოძიება არა მხოლოდ მუსლიმ კუშტანაშვილისა და რამზან ბაღაკაშვილის წასვლის საქმეს იძიებს, არამედ ზოგადად ხეობიდან ახალგაზრდების სირიაში გადინების საკითხსაც. მე მათ მივაწოდე ინფორმაცია ამ თემაზე, თუმცა წყარო არ დავასახელე,"-განაცხადა მთივლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მან ასევე აღნიშნა, რომ სამართალდამცველებს აცნობა მომავალში პანკისის ხეობიდან ქალების გაყვანის მცდელობაზეც. როგორც მთივლიშვილი განმარტავს ამისათვის შესაბამისი ჯგუფები უკვე საბუთებსაც ამზადებენ.

გელა მთივლიშვილის თქმით მან სამართალდამცველებს ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებაც, რომ არ გამორიცხავს კონტრტერორისტული დეპარამენტის წარმომადგენლების თანამშრომლობას იმ ტერორისტულ დაჯგუფებებთან, რომლებსაც ახალგაზრდები სირიაში გაყავთ. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები