03 ოქტომბერი 2024,   04:20
ვრცლად
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი 4 საათიანი დაკითხვის სკანდალურ დეტალებზე საუბრობს

ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი 4 საათის განმავლობაში პასუხობდა გამომძიებლის შეკითხვებს.

"კახეთის საინფორმაციო ცენტრის" რეპორტიორით გამოძიება მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მთვლიშვილმა პანკისიის ხეობაში სავარაუდო დაჯგუფებების შესახებ საჯაროდ ისაუბრა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის რეპორტიორი ირწმუნება, რომ გამოძიებას პანკისში არსებული დაჯგუფებების შესახებ უტყუარი ინფორმაცია მიაწოდა.

ჟურნალსტი დაკითხვის დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ გამოძიებს დაზუსტებული ინფორმაცია მიაწოდა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტის აცხადებს, რომ გამოძიებას ინფორმაცია– კონტრდაზვერვის თანამშრომლებსა და ხეობაში არსებული დაჯგუფებების წევრებს შორის სავარაუდო თანამშრომლიბის შესახებაც მიაწოდა.

მთივლიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ შესაძლოა მომავალში ხეობიდან ქალებიც გაიყვანონ. 

კონტრტერორისტული დეპარტამენტი 16 წლის მუსლუმ კუშტანაშვილის საზღვრიდან გასვლის გარდა, პანკისიის ხეობაში იმ დაჯგუფებების დადგენას ცდილობს, რომლებიც სავარაუდოდ ახალგაზრდების სირიაში წასვლის ორგანიზებას ეწევიან. სწორედ ამიტომ, რამდენიმე დღეა პანკისში იმ ახალგაზრდების დაკითხვა მიმდინარეობს, რომელთა გადაყვანაც სავარაუდოდ სიარიაში იგეგმებოდა.

16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილმა და 18 წლის რამზან ბაღაკაშვილმა, საქართველოს საზღვარი 2 აპრილს გადაკვეთეს. მალევე "კახეთის საინფორმაციო ცენტრმა" პანკისელი ახალგაზრდების ფოტო გაავრცელა, სდაც ისინი ისლამური სახელმწიფოს დროში ფონზე არიან. გამოძიება არასრულწლოვანის ქვეყნიდან გასვლის მომენტიდან მიმდინარეობს.

უცნობია ზუსტი ციფრი საქართველოს რამდენმა მოქალაქემ დატოვა ქვეყანა ე.წ. ისლამური სახლმწიფოს რიგებში საბრძოლველად, თუმცა სამწუხაროდ ცნობილია, 2014 წლის შემდეგ, პანკისის ხეობიდან წასული და გარდაცვლილი ქართველების რაოდენობა. ისლამური სახელმწიფოს რიგებში ბოლო მონაცემებით პანკისიდან წასული 10 ქართველი გარდაიცვალა.

ავტორები: დავით ქაშიაშვილი

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები