03 ოქტომბერი 2024,   04:17
ვრცლად
"პოლიტიკური დევნის იარაღი" - არასამთავრობო ორგანიზაციები შს სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონზე

"პოლიტიკური დევნის იარაღი და კიდევ ერთი ბერკეტი საზოგადოების გასაკონტროლებლად" – ასე აფასებს სამოქალაქო სექტორი შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივას სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. არასამთავრობოებისთვის არადამაჯერებელია ძალოვანი უწყების არგუმენტები.

სწორედ ამ მიზეზის გამო არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივ განცხადება გაავრცელეს. ისინი კანონმდებლებს მოუწოდებენ კანონპროეტი არ მიიღონ.

არასმათავრობოებისთვის გაუგებარია რა შეიძლება ჩაითვალოს შუღლის გამოწვევის საფუძვლად.

არსამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას მედია ორგანიზაციებიც უერთდებიან. მათი განმარტებით, რეგულაცია ბუნდოვანია, რაც ხელისუფლებას მედია საშუალებებზე ზეწოლის გამოყენების საშუალებას აძლევს.

სისხლის სამართლის კოდექში შესატანი ცვლილება  პირველი მოსმენით დღეს უნდა განხილულიყო,  თუმცა ქვორუმის არარსებობის გამო პარლამენტის სხდომა ჩაიშალა. 

 

ავტორი: ირინა კეჭაყმაძე 

 

დღის ამბები