03 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე თბილისის მერიის დაქვემდებარებაში გადავიდა

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე თბილისის მერიის დაქვემდებარებაში გადავიდა.

ამის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა გუშინდელ სხდომაზე მიიღეს. 

როგორც საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილი განმარტა, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის იურიდიულ სტატუსზე, დაფინანსებასა და სხვა საკითხებზე განხილვა კიდევ შედგება და ამ საკითხებზე გადაწყვეტილება ამ განხილვის შემდეგ მიიღება. 

აქამდე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო.

დღის ამბები