03 ოქტომბერი 2024,   04:23
ვრცლად
"თანადგომა პოლიციელს!" - სასჯელაღსრულების მე-8-ე დაწესებულებასთან კახა ნაკანის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

"თანადგომა პოლიციელს!" - კახა ნაკანის სასჯელაღსრულების მე-8-ე დაწესებულებაში ყოფნა ნაციონალურმა მოძრაობამ კიდევ ერთხელ გააპროტესტა.

ნიკა მელია და ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი ე.წ. მოდულის შენობასთან მივიდნენ. მათ საზოგადოებას სამართალდამცველთა მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

მელიამ კახა ნაკანის დაკავებას უკანონო უწოდა. ნაციონალური მოძრაობა ითხოვს, რომ საკითხით პარლამენტის თავმჯდომარე და შესაბამისი კომიტეტი დაინტერესდეს.

სპეცრაზმის ყოფილმა უფროსმა ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაყვანის მოთხოვნით ორი დღის წინ თვითდაზიანება მიიყენა.

დღის ამბები