03 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
დედაქალაქის ბრენდული სუვენირის შესარჩევი კონკურსი - ნარმანიას ინიციატივა

თბილისის მერიამ დედაქალაქის ბრენდული სუვენირის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა.

კონკურსის მიზანია, გამოიყოს თბილისთან ასოცირებული ყველაზე საინტერესო სუვენირი, რომელიც ვიზიტორებისთვის საუკეთესო საჩუქარი იქნება.

„გამოვაცხადეთ საჯარო კონკურსი თბილისის ბრენდული სუვენირის შესაქმნელად, რისთვისაც ვიწვევთ დაინტერესებულ პირებს და ველოდებით საინტერესო წინადადებებს,“ - აცხადებს დავით ნარმანია.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა დღეს თბილისის მერიასა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის. ხელშეკრულებას ხელი დავით ნარმანიამ და გიორგი ჩოგოვაძემ მოაწერეს.

მემორანდუმის მიზანი ერთობლივი პროექტების საშუალებით თბილისში ტურიზმის განვითარება და ქალაქის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენაა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. 

დღის ამბები