03 ოქტომბერი 2024,   04:17
ვრცლად
ნარმანია თბილისელებს მოუწოდებს, ქალაქის გამწვანების ღონისძიებაში ჩაერთონ

თბილისის მერი "ნერგების ფესტივალს" დაესწრო. დავით ნარმანიამ წარმოდგენილი მცენარეები დაათვალიერა. სანზონაში მიმდინარე ფესტივალზე ნერგებთან ერთად გამოტანილია სასუქი საშუალებები და სარწყავ სისტემები. 

„მოვუწოდებდი თბილისელებს, რომ მოვიდნენ და შეიძინონ ნერგები. თითომ თითო იყიდოს და გაალამაზოს მისი მიმდებარე ტერიტორია. საჯარო სივრცეებზე ქალაქის მერია იზრუნებს და ასე ერთობლივი ზრუნვით შევძლებთ, რომ ხვალ უკეთესი ქალაქი გვქონდეს,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ღონისძიება 2-დღიანია და თბილისის მერიის მხარდაჭერით პირველად იმართება.

დღის ამბები