03 ოქტომბერი 2024,   04:20
ვრცლად
ხულოში ადგილობრივები ჰესის მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე საუბრობენ

ხულოში ადგილობრივები ჰესის მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე საუბრობენ, რის გამოც გუშინ ორი ადამიანი დაიღუპა.

გარდაცვლილია ერთი ადგილობრივი მცხოვრები და თურქეთის ერთი მოქალაქე. შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სოფელ ღურტას მოსახლეობამ დღეს აქცია გამართა. ისინი სამშენებლო კომპანიისგან დაღუპულთა ოჯახისთვის კომპენსაციის გადახდას, მშენებლობაზე უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას და საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეების თანაბარ პირობებში ჩაყენებას ითხოვენ.

კომპანია აჭარის წყალი - ჯორჯია მომხდარზე კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს.

დღის ამბები