03 ოქტომბერი 2024,   04:23
ვრცლად
10–ლარიან დანამატს სოციალურად დაუცველი ყველა ბავშვი ვერ იღებს

10–ლარიან დანამატს სოციალურად დაუცველი ყველა ბავშვი ვერ იღებს.

ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ოჯახების გადამოწმება წლის ბოლომდე დასრულდება და დახმარებას უკლებლივ ყველა ბავშვი მიიღებს, რომელსაც ის ეკუთვნის.

სოციალურად დაუცველი ოჯახები დღეს ნიკა მელიამ მოინახულა და ჯანდაცვის მინისტრი გაცემული პირობის დარღვევაში დაადანაშაულა.

ოპოზიცია ახალი მეთოდოლოგიით სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმების ტემპებით უკმაყოფილოა და ამბობენ, რომ ამ ფორმით ღარიბ ოჯახებში მცხოვრები ბავშვებისთვის განკუთვნილი დანამატის გაცემა 2019 წლამდე ვერ მოხდება.

ნაციონალურ მოძრაობას არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს ჯანდაცვის სამინისტრო.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, 1 მაისიდან ოჯახების ხელახალი აღწერაა დაგეგმილი და არა 10-ლარიანი დანამატის გაცემა.

ჯანდაცვის სამინისტრო დანამატების გაცემას სოციალურად დაუცველ ოჯახებზე ივლისიდან გეგმავს. ვადის გაჭიანურებას კი ახალ მეთოდოლოგიაზე გადასვლით ხსნიან.

სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ახალი მეთოდოლოგიით 140 000-მდე ოჯახიდან მხოლოდ 35 000 ოჯახის აღწერას შეძლებს.

ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში 55 ათასი ბავშვი უკიდურესი გაჭირვების ზღვარს ქვემოთ იმყოფება. მათი დღიური ხარჯი საკვებზე, ჯანდაცვასა და განათლებაზე ორი ლარია.

 

ავტორები: ირინა კეჭაყმაძე, გიორგი ჩიკვილაძე, ნიკა ვაწაძე.

დღის ამბები