03 ოქტომბერი 2024,   04:32
ვრცლად
ხულოში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო

ხულოში ჰესის მშენებლობის დროს გარდაცვლილი 24 წლის პაატა იაკობაძის ცხედარი სოფელ ღურტაში დღეს დილით მიასვენეს.

შემთხვევა გუშინ მოხდა. ხიდის მშენებლობის დროს დამხმარე ნაგებობის მოხსნის პროცესში ხიდი გადატყდა, რასაც იაკობაძესთან ერთად თურქეთის მოქალაქის სიცოცხლეც ემსხვერპლა. ამ დრომდე მძიმეა შემთხვევის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი ადამიანის მდგომარეობა. თეიმურაზ პაქსაძე სხეულის მძიმე დაზიანებებით სავადმყოფოშია გადაყვანილი.

გავრცელებული ინფორმაციით, ობიექტზე უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო.

კომპანია აჭარის წყალი - ჯორჯიასგან’ ადგილობრივები უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას და გარდაცვლილის ოჯახისთვის კომპენსაციის გადახდას ითხოვენ.

 

ავტორები: მარიამ გაფრინდაშვილი, თეა ვაშალომიძე, გოჩა კვაჭაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები