03 ოქტომბერი 2024,   04:30
ვრცლად
იპოტეკით დაზარალებულები ხელისუფლებისგან თავშესაფრების გამოყოფას მოითხოვენ

იპოთეკით დაზარალებულებმა რუსთავი2-ის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს.

დაზარალებულები იძულებით გამოსახლებას აპროტესტებენ და ხელისუფლებას არაღირსეულ მოპყრობაში ადანაშაულებენ.

როგორც აქციის მონაწილემ აღნიშნა, ისინი წინაასარჩევნო დაპირების შესრულებას ითხოვენ.

მათი განცხადებით, 2012 წელს მათ არჩევნებზე ქართულმა ოცნება დაჰპირდა, რომ ბანკებისგან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და კერძო მევახშეებისგან დაზარალებულებს დაეხმარებოდა, მაგრამ 3 წლის მანძილზე მათ ყურადღებას არავინ აქცევს.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან თავშესაფრების გამოყოფას მოითხოვენ.

დღის ამბები