03 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
მართლმადიდებელი ეკლესია კვირაცხოვლობას, იგივე თომას კვირას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს კვირაცხოვლობას ანუ აღდგომის განახლებას და თომას კვირას აღნიშნავს, ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საღმრთო ლიტურგია ჩატარდება.
საპატრიარქოს ცნობით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე წირვას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.

ტაძრებში ასევე სირიასა და ერაყში გარდაცვლილ მართლმადიდებელთა სულის მოსახსენიებელი ლოცვა აღევლინება.

კვირაცხოვლობას მართლმადიდებელი მრევლი თომას კვირასაც უწოდებს. ეს სახელწოდება ბიბლიის ერთ-ერთი ეპიზოდიდან მოდის.

დღის ამბები