03 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
საქართველოს კონსული უკრაინაში ადასტურებს, რომ გარდაცვლილი ქართველი ჯარისკაცის გადმოსვენება ვერ ხერხდება

საქართველოს კონსული უკრაინაში ირაკლი აგლაძე უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის გადმოსვენების საკითხზე საუბრობს და ადასტურებს, რომ გარდაცვლილის გამოყვანა კონფლიქტის ზონიდან ამ დრომდე ვერ ხერხდება.

როგორც აგლაძე „კურიერთან“ საუბრისას აცხადებს, ის ელოდება ქართველი მებრძოლებისგან ინფორმაციას ჯანელიძის ცხედრის გამოყვანის შესახებ რის შემდეგაც საელჩო დაუყოვლებლად დაიწყებს გადმოსვენების პროცედურებს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჯანელიძე საბრძოლო მოქმედებების შედეგად შიროკინოში გუშინ დაიღუპა.

ის  უკრაინაში 2 თვის წინ ჩავიდა და ბატალიონ „აზოვში“ მსახურობდა.  

ამავე თემაზე
დღის ამბები