03 ოქტომბერი 2024,   04:20
ვრცლად
მსახიობ კოტე თოლორდავას დღეს დაკრძალავენ

მსახიობ კოტე თოლორდავას დღეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ. ამ წუთებში კი ქაშუეთის ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. 

ქაშუეთში თოლორდავას ოჯახის წევრები მეგობრები, კოლეგები და მოქალაქეები იკრიბებიან. 

არსებული ინფორმაციით მსახიობის გარდაცვალების მიზეზი გადატვირთული გრაფიკი გახდა. 

მეგობრების განცხადებით მან რამდენიმე თვის წინ წითელაც გადაიტანა და თავს შეუძლოდ გრძნობდა, ამას გარდა მისი მეგობრები დღეს იხსენებდნენ, რომ თოლორდავა რამდენიმე სპექტაკლზე და ფილმის გადაღებაზე ერთდროულად მუშაობდა რათა აღებული თანხით კრედიტი დაეფარა. 

თოლორდავა გასულ კვირას მოსკოვში სასტუმროში ნახეს გარდაცვლილი. ცხედარს ექსპერტიზა რუსეთში ჩაუტარდა.  

 ავტორი: თამთა დოლენჯაშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები