25 აპრილი 2024,   06:31
ვრცლად
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო თასზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო თასზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ბორჯღალოსნებმა ურუგვაის ნაკრებს 5 ლელო დაუდეს და პრემიალური ქულით 33-7 დაამარცხეს.

ეს არის პირველი შემთხვევა მსოფლიო თასზე, როდესაც ერთ თამაშში "ბორჯღალოსნებმა" ოთხზე მეტი ლელო დადეს. მატჩი ჩვენი გუნდის სრული სათამაშო უპირატესობით წარიმართა, ქართველი მორაგბეები 80 წუთის განმავლობაში დომინირებდნენ.

საქართველოს ნაკრებმა მატჩის ბედი პირველ ტაიმშივე გადაწყვიტა.
მესამე შეხვედრას მსოფლიო თასზე ქართველი მორაგბეები 3 ოქტომბერს ფიჯის წინააღმდეგ გამართავენ.

დღის ამბები