03 ოქტომბერი 2024,   04:17
ვრცლად
"იპოთეკარებს სოციალური თვალსაზრისით გვერდში შეგვიძლია დავუდგეთ და ბინა ვუქირავოთ,"- დავით ნარმანია

"იპოთეკარებს სოციალური თვალსაზრისით გვერდში შეგვიძლია დავუდგეთ და ბინა ვუქირავოთ,"- ეს განცხადება თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გააკეთა. როგორც მერი აცხადებს, იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეთა ნაწილი სიღარიბის ზღვარს მიღმაა შესაბამისი მუნიციპალიტეტი მათ დახმარებას აღმოუჩენს. 

"ჩვენ იპოთეკარებთან მხოლოდ შუამავლის როლი შეგვიძლია ვიკისროთ. სოციალური თვალსაზრისით შეგვიძლია ამოვუდგეთ გვერდში ამ ადამიანებს. შესაბამისი რაიონული განყოფილებები მათ ბინის ქირით უზრუნველყოფენ. შეხვედრის პრობლემას მათთან ნამდვილად ვერ ვხედავ,"- აცხადებს დავით ნარმანია. 

 

 

 

დღის ამბები