03 ოქტომბერი 2024,   04:24
ვრცლად
ვაკის პარკში პანდუსები და ლიფტი დამონტაჟდება, მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა

ვაკის პარკში პანდუსები და ლიფტი დამონტაჟდება, მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, ამის შესახებ განცხადება დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გააკეთა. მისი თქმით პარკის რეკონსტრუქციისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 600 ათასი ლარია გამოყოფილი. 

"მთლიანად რესტავრაციას ვუკეთებთ ვაკის პარკის ცენტრალურ ჩასასვლელს. აბაშიძის ქუჩის მხრიდან ვაწესრიგებთ შესასვლელს. ლიფტი და პანდუსი დამონტაჟდება. თუ ვინმე დაგვეხმარება უფრო მეტი კომუნიკაცია იყოს ეს მხოლოდ მისასალმებელია,"- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ. 

 

 

დღის ამბები