03 ოქტომბერი 2024,   04:32
ვრცლად
აშშ-ში მცხოვრებ ქართველ კარატისტს პედოფილიაში და ბავშვთა პორნოგრაფიის გაყიდვაში ადანაშაულებენ

აშშ-ში მცხოვრებ ქართველ კარატისტს ალექსანდრე სუმბაძეს პედოფილიაში და ბავშვთა პორნოგრაფიის გაყიდვაში ადანაშაულებენ. სკანდალურ საგაზეთო სტატიას და ვიდეო რგოლს Washington Post-ი აქვეყნებს. 

ამერიკული გამოცემის ინფორმაციის თანახმად მონტენენგროს ოლქში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდა, რომელიც კარატის ინსტრუქტორია, ინტერნეტში ბავშვთა პორნოგრაფიის ვიდეოებს ყიდდა. 

Washington Post-ის ინფორმაციით 26 წლის ალექსანდრე სუმბაძე მოზარდებთან სექსუალურ კავშირს კარატეს სტუდიაში ამყარებდა. 

"მონტგომერის პოლიციის განცხადებით, ალექსანდრე სუმბაძემ ცოტა ხნის წინ დატოვა აშშ და სავარაუდოდ, საქართველოში გაემგზავრა. სუმბაძემ აშშ-ს დატოვება მას შემდეგ გადაწყვიტა რაც ის პოლიცილებმა დაკითხეს. არსებობს ინფორმაცია, რომ ქართველი სპორტსმენი საქართველოში გამოემგზავრა,"- წერს ამერიკული გამოცემა Washington Post-ი. 

გამოცემასთან საუბრისას პოლიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აღმოჩენილია რამდენიმე ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, რომ ალექსანდრე სუმბაძე სექსუალურ კავშირს ამყარებდა მოზარდ ბიჭებთან და ახალგაზრდა მამაკაცებთან. პოლიციის განცხადებით, ვიდეოები იმ დროს არის გადაღებული, როდესაც სუმბაძე კარატეს ინსტრუქტორი იყო. პოლიციის ცნობით, სავარაუდოდ, ახალგაზრდა მამაკაცებმა იცოდნენ, რომ მათ ვიდეოთი იღებდნენ.

"პოლიციამ ალექსანდრე სუმბაძეზე დაკავების ორდერი გასცა," წერს Washington Post-ი. 

 

დღის ამბები