03 ოქტომბერი 2024,   04:18
ვრცლად
რვასულიანი ოჯახის გასაჭირი - 4 საწოლი, აბაზანა ღია ცის ქვეშ და იატაკი ჭერის ნაცვლად

იატაკი ჭერის ნაცვლად, ოთხი საწოლი რვა ადამიანისთვის, აბაზანა ღია ცის ქვეშ და სახლი ყოფილი მონადირეთა კავშირის დანგრეულ შენობაში, ასეთია სიფრაშვილების, რვასულიანი ოჯახის დღევანდელი რეალობა.

ოჯახი ამ მდგომარეობაში ხუთი წელია ცხოვრობს. მრავალშვილიანი ოჯახისთვის სახლი კი ვერ გამოიძებნა, ამიტომ სიფრაშვილებს ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილება, არარსებულ კომუნალურ პირობებში უწევთ.

სიღარიბიის ზღვარს მიღმა მყოფი ამ ოჯახის სახელწიფო შემწეობა სამასი ლარია, ამას ემატება მაყვალა სიფრაშვილის ყოველთვიური ხელფასი 150 ლარი, რომელსაც მას ჰერეთიასკარელები მწყემსად მუშაობისთვის უხდიან. 

ცხრამეტი წლის აზა საკუთარი უსწავლელობის მიზეზადაც თანატოლების დამოკიდებულებას ასახელებს.

თანატოლებისა და არა მარტო მათი მხრიდან შევიწროვებას აზამ მეშვიდე კლასამდე გაუძლო, მერე გადაწყვიტა სკოლისთვის თავი დაენებებინა და დედას სახლსა და ნახირში სიარულში შეშველებოდა. 

დის ბედი ამ ოჯახის კიდევ ორმა წევრმა გაიზიარა, 12 წლსი ჯაბამ და 15 წლის ჯიმიმ სკოლაში სიარულზე უარი თქვეს, მათ წერა-კითხვაც კი არ იციან. ქვეყნის მასშტაბით კიდევ რამდენი ბავშვი არ იღებს საშუალო განათლებას არავის დაუთვლია.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ სპეციალური საჭიროების მქონე და უკიდურესი სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ბავშვების ბაზებთან წვდომის საკითხზე, ჯანდაცვის სამინისტროსთან მუშაობა ახლახანს დაიწყეს.

სხვადასხვა კვლევებმა აჩვენა, რომ შვილებისთვის განათლების მიცემის შემაფერხებლები ხშირ შემთხვევაში თავად მშობლები არიან, ამიტომ განათლების სამინისტრომ წელს კიდევ ერთი პროგრამა აამუშავა. 

 

ავტორები - გიორგი გვიშიანი, ალექსანდრე თვარაძე

 

დღის ამბები