03 ოქტომბერი 2024,   04:20
ვრცლად
ქუთაისში ასურელი ქრისტიანების მხარდამჭერი აქცია გაიმართა

"უნდა შეწყდეს ასურელი ქრისტიანების დევნა და შევუნარჩუნოთ ბავშვებს სიცოცხლე,"-ამ ლოზუნგით ქუთაისში ასურელი ქრისტიანების მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის შენობის წინ შეიკრიბნენ.

აქციაში მონაწილეობას არასამთავრობო ორგანიზაციები და მოქალაქეები იღებდნენ. 

ქუთაისელებმა ადგილობრივ ხელისუფლებას ასურელი ქრისტიანებისათვის თავშესაფრის გამოყოფის მოთხოვნითაც მიმართეს. აქციის მონაწილეები ითხოვდნენ, რომ შეიქმნას სპეციალური ჯგუფი, რომელიც ამ მიმართულებით იმუშავებს და მასში გაერთიანდენ ის ადამიანები, რომლებსაც ასურელი ქრისტიანების დახმარება სურთ. 

დღის ამბები