03 ოქტომბერი 2024,   04:17
ვრცლად
მსახიობი კოტე თოლორდავა საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

მსახიობ კოტე თოლორდავას ცხედარი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. თოლორდავა ქაშუეთის ეკლესიიდან გამოასვენეს, რის შედეგაც მისი ცხედარი ცოტა ხნით თეატრალურ უნივერსიტეტთან დაასვენეს. მსახიობი უკანასკნელ გზაზე მისმა ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა, ახლობლებმა და თაყვანისმცემლებმა გააცილეს. 

შეგახსენებთ, რომ კოტე თოლორდავა 11 აპრილს გარდაიცვალა. ის რუსეთის დედაქალაქში ფილმის გადაღებაზე იმყოფებოდა.

მსახიობის ცხედარი სასტუმროს ნომერში იპოვეს. კოტე თოლორდავა საქართველოში 17 აპრილს ჩამოასვენეს.  

ამავე თემაზე
დღის ამბები