03 ოქტომბერი 2024,   04:17
ვრცლად
უკრაინაში გარდაცვლილი გიორგი ჯანელიძის ცხედარი კონფლიქტის ზონიდან გადმოსვენებულია

გიორგი ჯანელიძის ცხედარი კონფლიქტის ზონიდან მისმა თანამბერძოლებმა სპეციალური ოპერაციის შედეგად გამოასვენეს. ინფორმაცია ამის შესახებ  კიევში "კურიერის" გადამღებ ჯგუფს მიაწოდეს. 

"კურიერის" ინფორმაციით ცხედრის კონფლიქტური რეგიონიდან გამოსასვენებლად ჯარისკაცები სხვადასხვა ქვედანაყოფებიდან გამოვიდნენ და შეიკრიბნენ. 

უახლოეს საათებში გაირკვევა როდის გადაასვენებენ ცხედარს კიევში. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ჯანელიძის გარდაცვალების ფაქტს ამ დრომდე არ ადასტურებს. 

"მოწინააღმდეგე აწყობდა ჩასაფრებას, მათ იცოდნენ, რომ ცხედრის გამოყვანას შეეცდებოდა ვინმე, თუმცა ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ჩვენ დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცხედარი კონფლიქტური ზონიდან გადმოტანილია,"- აცხადებს უკრაინაში მყოფი ქართველი სამხედრო ზურაბ ნებიერიძე "კურიერთან" საუბრისას.  

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები