03 ოქტომბერი 2024,   04:23
ვრცლად
ამერიკაში ქართველი პედოფილის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კარატეს ფედერაციაში არ ფლობენ

ალექსანდრე სუმბაძესთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ საქართველოს კარატეს ეროვნულ ფედერაციაში, სადაც განმარტავენ, რომ სუმბაძე ფედერაციის რიგებში არ ირიცხება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ამერიკულ მხარეს ალექსანდრე სუმბაძესთან დაკავშირებით ქართული მხარისთვის არ მიუმართავს.

უწყების განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ ამერიკული მხარისგან იქნება მომართვა, კანონის შესაბამისი ზომები გატარდება.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები