03 ოქტომბერი 2024,   04:23
ვრცლად
ლიბიაში 30 მდე ქრისტიანი დახოცეს - სკანდალური ვიდეო

ქრისტიანების მასობრივი მკვლელობა ლიბიაში. დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წევრებმა ინტერნეტით მორიგი ვიდეომასალა გაავრცელეს და განაცხადეს, რომ მათ 30–მდე ეთიოპიელი ქრისტიანი მოკლეს.

მედიის ინფორმაციით, ვიდეოს ერთი ნაწილი სანაპიროზეა გადაღებული, მეორე კი ტყის მასივში. როიტერის ცნობით ქრისტიანების ნაწილი ტერორისტებმა დახვრიტეს, ნაწილს კი თავი მოკვეთეს.

ვიდეომასალაში ტერორისტი აცხადებს, რომ ისლამური სახელმწიფო შურს იძიებს თითოეული მუსლიმანისთვის, რომელთა სისხლიც ქრისტიანებმა დაღვარეს. ვიდეომასალას ამ დროისთვის სპეციალისტები სწავლობენ. 

 

დღის ამბები