03 ოქტომბერი 2024,   04:31
ვრცლად
თამარ კვესიტაძის თოჯინებით სავსე სამყარო

თამარ კვესიტაძის ნამუშვრები ტიტანური შრომის შედეგად იქმნება. თოჯინაზე მუშოაბას სახით იწყებს, გამომეტყველება და ხასიათი განსაზღვრავს ფიგურის შემდეგ განვითარებას.
ღამეებს ათენებს სახელოსნოში. მასზე ამბობენ, რომ ძალიან მომთხოვნია და შეუძლია უკვე დასრულებული ნამუშევარი მთლიანად გადააკეთოს.

მისი ნამუშევრები შექმნისთნავე იყიდება, ლონდონსა თუ პარიზში. ძვირად ფასობს მექნიკური თოჯინები, 11 ათასი დოლარიდან ზევით. ერთ-ერთ მათგანში კი ყველაზე ბევრი, 28 ათასი გადაიხადეს.

თოჯინებს უკავშირდება მისის კარიერის დასაწყისი და პირველი წარმატება, რომელსაც შემდეგ დიდი აღიარება მოჰყვა.

თოჯინებში ბავშვობის ნოსტალგიას აქსოვს, თუმცა მისი საყვარელი სათამაშო დათუნია იყო. მის შექმნილ პირველ თოჯინასაც ხელში სწორედ მისი ბავშვობის ქურქისგან შეკერილი დათუნია უჭირვს. წლებთან ერთად შეიცვალა მისი თოჯინების სახეები, მასალა, ტექნიკა, სტილი, თუმცა არ შეცვლილა ხასიათი.

10 წლიანი პაუსზის შემდეგ, მეოგბრებმა დაიყოლიეს და მწერალთა სახლში მისი 8 ნამუშევარი გამოიფინა. მრავალფეროვანი ხელოვანის კიდევ ერთმა ექპერიმენტმა განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა.

ავტორები: გვანცა სუთიძე, თეკლა დოლიძე, იაგო გოგილაშვილი, ნონა მიქიაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები