03 ოქტომბერი 2024,   04:23
ვრცლად
გამკაცრებული კანონი დანაგვიანებაზე და მოქალაქეების უცვლელი საქციელი ქალაქის ქუჩებში

დანაგვიანებაზე სანქციები გამკაცრდა, თუმცა ““პოსტსკრიპტუმმა“ ექსპერიმენტი ჩაატარა და შედეგები არც თუ ისე სახარბიელო აღმონდა.

დღის განმალობაში ქუჩის დანაგვიანების ფაქტების უმეტესობას საზოგადოების მხრიდან რეაქცია არ მოჰყოლილა. ექსპერიმენტატორი ჟურნალისტისა და მოქალაქეების მიერ გადაყრილი ნაგავი უმეტეს შემთხვევაში შეუმჩნეველი დარჩა, თუმცა იყო გამონაკლისებიც.

გამოკითხვა აჩვენებს, რომ ერთი შეხედვით საზოგადოება პრობლემის სიმწვავეს აცნობიერებს, გარემოს დაბინძურებაც უმრავლესობას აწუხებს, ხმამაღლა საუბრობენ სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდის აუციებლობაზეც, თუმცა ხშირად თავად ანაგვიანებენ გარემოს.

მსგავსი შემთხვევების დროს მოქალაქეების დასჯა პატრულს ევალება. ნარჩენების მართვის ახალი კოდექსის მიხედვით 2015 წლის 15 იანვრიდან გარემოს ნებისმიერი სახის დაბინძურების შემთხვევაში მოქალაქეს სოლიდური ფულადი ჯარიმა დაეკისრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით წლევანდელი წლის აპრილამდე 2 ათას 918 პიროვნება დაჯარიმდა. თუ ამ მონაცემს დღეების რაოდენობაზე გადავიყვანთ საშუალოდ დღეში 39 დაჯარიმება გამოდის. იმის გათვალისწინებით, რომ მხოლოდ თბილისში მოსახლეობა დაახლოებით მილიონნახევარს შეადგენს ეს საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. „პოსტსკრიპტუმმა“ გადაწყვიტა შეემოწმებინა მუშაობს თუ არა კანონი.

პირველ შემთხვევაში ქუჩაში დაგდებული სიგარეტის ნამწვავი პატრულმა დაინახა, მაგრამ დაბინძურების ფაქტს რეაქცია არ მოჰყოლია.

დაბინძურებას საზოგადოების თვითშეგნების დაბალი მაჩვენებელი იწვევს მაგრამ ნათლად ჩანს რომ არსებული კანონი საკმარისი არ არის იმისთვის, რომ გარემოს სისუფთავის ხარისხი გაიზარდოს.

ავტორები:თეკლა დოლიძე, ლევან თეთვაძე

 

დღის ამბები