03 ოქტომბერი 2024,   04:26
ვრცლად
P.S. პანკისიდან - ადგილი, სადაც ქართველი ახალგაზრდების სირიაში წაყვანა წყდება

ჩეჩნეთის დევნილი მთავრობის პრემიერ-მინისტი საქართველოს მთავრობას ლონდონიდან აფრთხილებს. ახმედ ზაკაევი "პოსტსკრიპტუმთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში იმ საფრთხეებზე საუბრობს, რომელიც საქართველოს ისლამის რადიკუალური მიმდევრების მხრიდან ემუქრება. ზაკაევი პირდაპირ ამბობს, რომ სირიაში წასული მეომრების უკან პანკისის ხეობაში დაბრუნების შემდეგ ისლამური სახელმწიფოდან ძალადობრივი ტალღის იმპორტი უკვე საქართველოსაც დაემუქრება.

ჩეჩნეთის დევნილი მთავრობის მეთაური ფიქრობს, რომ პანკისიდან ახალაგზარდების სირიაში საომრად წასვლას ხელი საქართველოს ხელისუფლებამაც შეუწყო, რადგან რეგიონში მძიმე სოციალური პრობლემებია და ახალგაზრდებს სწავლისა და დასაქმების პერსპერქტივა არ გააჩნიათ. უპერსპექტივობის განცდამ კი ქისტებს, ცხოვრების ალტერნატიული გზების ძიება აიძულა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ პანიკისში ახლა დენთის სუნი დგას, როდის იფეთქებს დაძაბაული სიტუაცია არავინ იცის, დუისში გვიყვებიან, რომ ყოველდღიურად იზრდება იმ ახალგაზრდების რიცხვი, რომლებიც რადიკალთა რიგებში ირიცხებიან, რაც ხეობისათვის საფრთხის შემცველია.

დუისელი ახალგაზრდები ამბობენ, რომ ომში ფულის სანაცვლოდ არავინ მიდის და ის ვინც ომის შიში გადალახა, იარაღით ხელში სირიაში ერთმორწმუნე მეგობრებს იცავს, წასულებს დარჩენილები სოფლის ბირჟაზე ელოდებიან, ამბობენ დღე ლონდინში გადის და მათი მთავარი საქმე ლოცვა და ქუჩაში ყოფნაა.

სანამ პანკისში გამოსავალს მოძებნიან საქმეში უხუცებთან ერთათ დედებიც ერთვებიან. ხეობის 150-მდე ქალბატონი ახალი მოძრაობის შექმნას აანონსებს, რომლის სახელწოდებაც “პანიკსელი დედები შვილების გადასარჩენად“ იქნება.

 

ავტორი ნოდარ მელაძე

 

ამავე თემაზე
დღის ამბები