03 ოქტომბერი 2024,   04:17
ვრცლად
"ისლამური სახელმწიფოდან ძალადობრივი იმპორტი საქართველოში მოხდება"-აჰმედ ზაკაევის გაფრთხილება

ჩეჩნეთის დევნილი მთავრობის პრემიერ-მინისტი საქართველოს მთავრობას ლონდონიდან აფრთხილებს. აჰმედ ზაკაევი პირდაპირ ამბობს, რომ სირიაში წასული მეომრების უკან პანკისის ხეობაში დაბრუნების შემდეგ ისლამური სახელმწიფოდან ძალადობრივი ტალღის იმპორტი უკვე საქართველოსაც დაემუქრება. 

"აუცილებელია საქართველოს მთავრობამ პანკისის ხეობის მაცხოვრებლებს მეტი ყურადღება დაუთმოს. დღეს ისინი არიან მოწყვეტილები იმ პოზიტიური პროცესებისაგან, რომელიც დანარჩენ საქართველოში ვითარდება, პანკისელები თბილისს უყურებენ, როგორც სხვა სახელმწიფოს. 97 პროცენტი პანკისში უმუშევარია, ხალხს არ აქვს არსებობს მინიმალური საშუალება. თუ თბილისში იფიქრებენ, რომ რაც უფრო მეტი წავა პანკისიდან უკეთესია და ამით ნაკლები თავისტკივილი იქნება, ასეთი ფიქრი დიდი დანაშაულია. ეს თავისტკივილი საქართველოს შემოუტრიალდება, როგორც დიდი ტრაგედია, ვინც წავიდა ყველა არ მოკვდება ისინი დაბრუნდებიან,"- აცხადებს ჩეჩნეთის დევნილი მთავრობის პრემიერ-მინისტრი აჰმედ ზაკაევი.

ამავე თემაზე
დღის ამბები