03 ოქტომბერი 2024,   04:24
ვრცლად
ISIS-სასტიკი ტერორით გამოხატული საფრთხეები თანამდეროვე მსოფლიოსთვის

მოსულთან ახლოს გაეროს მისიის ქართველი ოფიცერი დიმიტრი მანჯავიძე ცხოვრობს და მუშაობს, აღმოსავლეთმცოდნეა და ამ რეგიონში მრავალწლიანი ცხოვრების შემდეგ კარგად იცნობს არამხოლოდ სპარსეთის ყურისა და ახლოაღმოსავლეთის ისტორიას, არამედ აწმყოს, როგორ მიმდინარეობს ყოველდღიური ცხოვრება იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ახლა მსოფლიოს ყველაზე საშიში ტერორისტული ორგანიზაცია აისისი აკონტროლებს.

შარშან ზაფხულში მოსულის აღბის შემდეგ ხალიფატის გამოცხადებამ აისისი კიდევ უფრო გაძლიერა, მაგრამ რეალურად ამ სასტიკი ტერორიუსტული დაჯგუფების რიგებში მხოლოდ 30 ათასი მებრძოლია. 2 მილიონიან ქალაქს, კი 2 ათას 500 აისისი ტერორისტი აკონტროლებს, რომელთაც ერაყის არმიის დამარცხების შემდეგ უახლესი ამერიკურლი იარაღი ჩაუვარდატ ხელთ.

აისისის 5 წლიანი სამოქმედო გეგმა რაცშეიძლება მეტი ტერიტორიების დაპყრობას ითვალისწინებს, მათ შორის ახლოაღმოსვლეთის, ყველა მუსლიმური სახელმწიფოს, ევროპის და აფრიკის კონტინენტის, სუნიტი ისლამისტების რადიკალური ტერორი კონფესიური ომის ხასიათს ატარებს, მაგრამ დიმიტრი მანჯავიძე ამბობს, რომ რელიგია ამ რეგიონში იღვიძებს მაშინ, როცა მწვავდება პოლოტიკური კრიზისი.

აფიქსირებენ და ინტერნეტქსელებში ათავსებენ ყველა სისასტიკით ჩადენილ დანაშაულებს. რელიგიური და ეთნიკური უმცირესობის, მასობრივი მკვლელობები, ჟურნალისტების და შედარებით მაღალი ფენის საჩვენებელი განადგურება აისის ტაქტიკაა, ტერორისა და შიშის დასანერგად. განსაკუთრებული სისასტიკით აისის მებრძოლები ქრისტიანულ და იეზიდურ უმცირესობებს უსწორდებაინ.

 



 

დღის ამბები