03 ოქტომბერი 2024,   04:21
ვრცლად
"ჩემი შვილი შეურაცხადია,"- 19 წლის გიორგი ბორჩაშვილის დედა "რუსთავი 2"-თან საუბრობს

"ჩემი შვილი შეურაცხადია,"- ეს განცხადება "რუსთავი 2"-თან 19 წლის გიორგის ბურჩაშვილის  დედამ გააკეთა. მისი თქმით გიორგის ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს და ის თავის მოკვლასაც გეგმავს, თუმცა როგორც ჩანს გიორგის შეურაცხადობას ექიმები არ ადასტურებენ. 

"ჩემი შვილი შეურაცხადია. ვენები გადაჭრილი ჰქონდა. არ ვიცი თვითონ ქნა თუ სხვამ. ტანზე იყო თუ არა ნაცემი არ ვიცი. რომ ველაპარაკებოდი იქ ვერ ჩამოვალო მითხრა. ქრისტიანი ვარო და წავიდა არც კი მოგვისმინა,"- აცხადებს 19 წლის ბიჭის დედა თინა ბორჩაშვილი. 

ბორჩაშვილები დუვასტურში ცხოვრობენ, მათი ოჯახის ერთი წევრი, 19 წლის გიორგის ძმა სირიაში საომრად უკვე თვეებია იმყოფება. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები