03 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
"როცა პანკისში მეჩეთები აშენდა სიტყვა ვაჰაბიზმი არავინ არ იცოდა,"- მექა ხანგოშვილი ბრალდებებს პასუხობს

"როცა პანკისში მეჩეთები აშენდა სიტყვა ვაჰაბიზმი არავინ არ იცოდა,"- ეს გაცნხადება მექა ხანგოშვილმა "პოსტსკრიპტუმის" პირდაპირ ეთერში ბრალდებების საპასუხოდ გააკეთა.

მას მიაჩნია, რომ 90-იან წლებში პანკისის ხეობაში აშენებული მეჩეთებში ადამიანები უფლის სიყვარულს სწავლობენ და საფრთხეს არავისთვის წარმოადგენენ. ხანგოშვილმა მეჩეთების აშენების ისტორიაც გაიხსენა.

"მე და ჩემი და სტუდენტობის დროს სტუდქალაქში არაბებთან ერთად ვცხოვრობდით. ერთ-ერთი ჩვენ მეგობარ არაბს უთხრეს, რომ პანკისში მეჩეთი უნდოდა აეშენებინა ჩვენ დავეხმარეთ და ავაშენებინეთ მეჩეთი. ამის საქმის კურსში იყო მთავრობა 2 მეჩეთი აშენდა მაშინ. პირად კეთილდღეობაზე არასდროს მოგვირგია ეს,"- განაცხადა მექა ხანგოშვილმა პირდაპირ ეთერში საუბრისას. 

დღის ამბები